დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამბოხებულმა რუსმა ჯარისკაცებმა თავისივე მეთაურს ტანკით ფეხებზე გადაუარეს.
The Guardian-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობები, რომელთა მიხედვითაც, 37-ე ბრიგადის მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკს ტანკი დაეჯახა.
თუმცა, მათი თქმით, მეთაურს თავად მისმა ჯარისკაცებმა გადაუარეს იმ დანაკარგისთვის, რაც მათ უკრაინასთან ბრძოლისას განიცადეს - ქვედანაყოფმა, რომელიც მაკარივში იბრძოდა, სამხედროების 50% დაკარგა.
არსებული ცნობებით, პოლკოვნიკი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. თუმცა, მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.